ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან დაზიანებული ხილ-ბოსტნის კვლევა ბაღდათის რამდენიმე სოფელში ჩატარდა

აზიური ფაროსანასა და სხვა მავნე ორგანიზმებისაგან დაზიანებული ხილ-ბოსტნის კვლევა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში, დიდველასა და წითელხევში ჩატარდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მობილური ლაბორატორიის მეშვეობით, ადგილზე მოსახლეობის მიერ მიტანილი ნიმუშები შეამოწმეს.

კვლევის შედეგად აღინიშნა რომ დაზიანება ხილს უმეტესად არა ფაროსანასგან არამედ, სოკოს, ნაცროვანი დაავადებების და ხილისმჭამელი მავნებლებისგან აქვს მიყენებული.

სოფელ წითელხევში მცხოვრები ფერმერი გოჩა დევიძე ამბობს მან ხეხილის ნაწილის შეწამვლა განახორციელა და მოსავალიც მიიღო, ხოლო სადაც წამლობა არ მოუხდენია ნაყოფი უმეტესწილად დაზიანებულია. სპეციალისტების განმარტებით წელ სოფლებში ფაროსანასგან მიყენებული ზარალი მინიმუმამდეა დაყვანილი. ხშირ შემთხვევაში ხეხილის და ბოსტნეულის დაზიანებას სხვა მავნებლებეი და დაავადებები იწვევს.

Comments
Loading...