ფაროსანასთან ბრძოლის მონიტორიგის ჯგუფის ხელმძღვანელი: მესამე წელია დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს

ფოთში ხვალ 21:00 სთ-დან, აზიური ფაროსანას თერმული ნისლით შეწამლა იწყება. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფოთის მონიტორინგის ჯგუფმა დღეს ქალქის უბნებში, სპეციალური დამჭერი ხაფანგების (ფერომონების) ჩამატება და ამ ლოკაციებზე მოწამვლა ცივი შესხურებით განახორციელა, ხვალ კი აღნიშნული ღონისძიება უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

“მესამე წელია უკვე ფაროსანას წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რამაცშედეგი გამოიღო. შარშან ამ დროზე გაცილებით არა მაგრამ, შედარებით მეტი იყო ფაროსანა. სხვადახვა ლოკაციებზე მიმაგრებული ფერომონები, 2-3 კილომეტრზე იზიდავს მავნებლებს და შემდეგ მიდის მათი მოწამლა, რაც მომაკვდინებლად მოქმედებს მწერებზე. ერთი კვირის წინაც შევწამლეთ და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ხვამ საღამოს 9 საათიდან ვიწყებთ კვამლით შეწამლვას. 13-14 მანქანით ვიკრიბებით თეატრის წინ და გავიშლებით მთელ ქალაქში. მინდა მოსახლეობას ვთხოვო საცხოვრებელი სახლების ფანჯრები, კარები დაკეტონ, სარეცხები არ დატოვონ გარეთ. ეს პროცესი დაახლოებით 30 წუთი გაგრძელდება. ვფიქრობ სასურველ შედეგს მივაღწევთ“_ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფოთის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა ზურაბ დანელიამ.

Comments
Loading...