- Advertisement -

“ფასდაკლების კვირეულს” გურჯაანის სამუზეუმო გაერთიანება უერთდება

16 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით კახეთში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, „ფასდაკლებების კვირეული'' იმართება. კვირეულს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანებაც უერთება და 16 დან 1 აპრილის ჩათვლით მუნიციპალიტეტში არსებული 5 მუზეუმი ვიზიტორებისტვის უფასო იქნება.

ნატო ვაჩნაძის სახელობის მუზეუმი (სოფელი გურჯაანი);

იოსებ ნონეშვილის სახელობის მუზეუმი (სოფელი კარდენახი);

ივ.ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმი (სოფელი ვეჯინი);

გიორგი მაისურაძის ისტორიის მუზეუმი (სოფელი ვაჩნაძიანი) ;

საბრძოლო დიდების მემორიალური მუზეუმი (ქალაქი გურჯაანი);

მუზეუმები დამთვალიერებლებისთვის ღიაა ყოველდღე 10:00 -დან 17: 00 საათამდე, გარდა ორსაბათისა.

კამპანია „"Discount Week"-ის“ მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია, შიდა ტურიზმის წახალისება და ტურისტული ობიექტებისთვის ვიზიტორების მიზიდვა. სხვადასხვა რეგიონში ფასდაკლების კვირეულის კამპანია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელს დაიწყო.

Comments
Loading...