ფოთელებმა უშუ კუმფუში საქართველოს თასის გათამაშებაზე 15 ოქროს, 8 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

თბილისში, საქართველოს თასის გათამაშებაზე, უშუ კუმფუში მოვარჯიშე 14-მა ფოთელმა სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზა. მათ 15 ოქროს, 8 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მწვრთნელის, ვასო დუნდუას განცხადებით, გუნდი ამჯერად საერთაშორისო ტურნირისთვი ემზადება, რომელიც ბათუმში გაიმართება. ხოლო ეროვნული ნაკრების წევრები_ საბა გოგია და სოფიკო აფხაზავა მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს თასის გათამაშების შედეგები:
7-13 წლის ბავშვებში:
დათო დიხამინჯია _ 2 ოქროს და1 ვერცხლი;
ელია შენგელია_ 1 ოქრო 2 ვერცხლი;
ზუკა თოფურია_ 2 ოქრო და1 ბრინჯაო;
სოფო აფხაზავა _3 ოქრო;
დაჩი გვასალია _1ოქრო 2 ბრინჯაო;
ნიკა ჭანტურია _1 ბრინჯაო;
ნიკუშა დიხამინჯია_1 ვერცხლი;
საბა გოგია _1 ოქრო 2 ვერცხლი;
ილია დანელია _1 ვერცხლი;
გვანცა ქარჩავა _1 ოქრო 2 ვერცხლი;
მარი არზიანი _1 ოქრო;
საბა ნოზაძე_ 1 ვერცხლი;
ლიზი კუპრავა _ 1 ოქრო.

დიდებში: მაკა გაბესკირია _ 2 ოქრო.

Comments
Loading...