ფოთის მერიამ 120 კუბოს შესაძენად 28 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა

როგორც მერიაში აცხადებენ, სარიტუალო მოსახურება მარტოხელა, უპატრონო, ვეტერანი და სოციალურად დაუცველი, გარდაცვლილი მოქალაქეებისათვის არის განკუთვნილი.

ოპოზიცია გაურკვევლობაშია თუ როგორ გათვალა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კუბოების ზუსტი რაოდენობა,მათი თქმით წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლეებელია.

„წინასწარ რაოდენბის განსაზრვრა არავის შეუძლია, თუ მიქელ გაბრიელთან აქვთ მაგათ რაღაც კონტრაქტი და წინასწარ იციან რამდენ ადამიანზე უნდა გააკეთონ და ჩვენ თუ გვიმალავენ არ ვიცი. როგორც წესი ტენდერს აცხადებენ და თანხას დებენ შეკვეთის მიხედვით. რაოდენობის წინასწარ განსაზღვრა კი ეს რაღაც აბსურდია“ _ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ.
მერიის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, მაია მაკალათიას თქმით, რაოდენობის განსაზღვრა პრაქტიკიდან გამომდინარე მოხდა.

„მოგახსენებთ, რომ ორ ათეულ წელზე მეტია რაც ეს პროგრამა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. პროგრამა ითვალისწინებს მარტოხელა, უპატრონო სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, სარიტუალო მომსახურებას. გარდა ამისა ომის ვეტერანებს ვემსახურებით და ასევე ვაძლევთ მათ ოჯახებს 300 ლარიან დახმარებას. წელიწადში ერთხელ ტარდება ტერდერი და სარიტუალო ჭურჭლის რაოდენობის განსაზღვრა პრაქტიკიდან გამომდინარე მოხდა“_ აღნიშნა მაია მაკალათიამ.

Comments
Loading...