- Advertisement -

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს,რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ელიტაბურჯი“ ახორციელებს.

ტენდერის პირობების თანახმად, დასავლეთ ტრიბუნის სრული რეაბილიტაცია, დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 1 863 000 ლარს შეადგენს.

„ცენტრალური სტადიონის დასავლეთ ტრიბუნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით,ფოთის მუნიციპალიტეტმა მაისის თვეში გამოაცხადა ტენდერი.გამარჯვებულ კომპანიასთან „ელიტაბურჯთან“ 4 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება.ამ პროექტის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია დამატებით 3 ტრიბუნის მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება.მოედანის განახლება კი ეტაპობრივად მოხდება“,- განაცხადა მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ.

ფოთის ცენტრალური სტადიონის აშენებას,საფეხბურთო გუნდი „კოლხეთი-1913“ 2012 წლიდან ელოდება. ამ ხნის მანძილზე საშინაო მატჩების ჩასატარებლად, ახლო მდებარე ქალაქების სტადიონის დაქირავება უხდება.

5 წლის მანძილზე სტადიონის მშენებლობა ორჯერ ჩაიშალა,რადგან ტენდერში გამარჯვბულმა კომპანიებმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო დავა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

Comments
Loading...