ფოთში, ებრალიძეების სახლში მოშინაურებული ყორანი ბინადრობს – ვიდეო

ფოთში, ებრალიძეების სახლში მოშინაურებული ყორანი ბინადრობს. დაახლოებით 5-6 თვის ბახალა, სულ ერთი კვირაა, რაც მისთვის უჩვეულო გარემოში იზრდება, მაგრამ უკვე ახალი ოჯახის სრულუფლებიან წევრად გრძნოვბს თავს. ჯერ ვერ დაფრინავს და ეზოში თავისუფლად დასეირნობს. უყვარს ადამინებთან კონტაქტი, განსაკუთრებით უყვარს როდესაც ესაუბრებიან. საკვებიდან ყველაზე მეტად შვრიის ფაფა მოეწონა, რომელსაც პატრონის ხელით, დიდი სიამოვნებით კოვზით მიირთმევს.

„ჩემმა დეიდაშვილმა მომიყვანა საჩუქრად. რამდენიმე დღე ყუთში მყავდა, რომ არ დაკარგულიყო, ან რამეს არ წაეყვანა.მერე რომ შემეჩვია, ჩემს ხმაზე რეაგირება და საჭმლის მოთხოვნა დაიწყო, უკვე ეზოში გავუშვი.საძაღლეში დავაბინავეთ. ჩემს ხმას რომ გაიგებს, უმალ მორბის, პატარა ბავშვივით დამყვება, არ მშორდება. საერთოდ ძალიან კონტაქტურია, ადამიანები ძალიან უყვარს. პირს დიდზე კი აღებს მაგრამ საშიში არაა, არ იკბინება(იცინის)“ _ ჰყვება დალი ებრალიძე.

ბახალას მისი შეფერილობის გამო უჩა შეარქვეს.დილით ადრე დგება და ადრე იძინებს. ჩვილი ბავშვივით ყურადღებას ითხოვს, თუ ჩხავილს იწყებს, ესეიგ მოიწყინა ან მოშივდა.

„ მარტოობა სასტიკად არ უყვარს, რომ სწყინდება მაშინ იწყებს ჩხავილს. უყვარს როდესაც ელაპარაკებიან. მე და დედაჩემი რომ ვსაუბრობთ დაჯდება და გვისმენს ყურადღებით. დიდად პრეტენზიული არაა, მთავარია გალიაში არ ჩასვა, რადგან თავს იზიანებს, თავისუფლების მოყვარულია. ყოველ ერთ საათში ჭამა უნდა, ცოტ-ცოტას ჭამს და ხშირხშირად. სოსისი არ მოეწონა, მოხარშული ხორცი კი გემრიელად მიირთვა. ძალიან მოეწონა “ჰერკულესი”, შიგ ჩახეხილი ვაშლით. ჯერ ბავშვის კვებაზე გვყავს. რომ გაიზრდება თუ გაფრინდება, იმედი მაქვს ხშირად მოგვაკითხავს. იმედია შესძლებს თავის გადარჩენას“- ამბობს დალი ებრალიძე.

Comments
Loading...