- Advertisement -

ფოთში, მიტოვებული შენობების მეპატრონეებს დააჯარიმებენ

ფოთში, წლების განმავლობაში, მიტოვებული შენობების მეპატრონეების მიმართ ადმინისტრაციული ზომები გატარდება – ეს განცხადება „აიპრესთან“, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, საკრებულოში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, თორნიკე შონიამ გააკეთა.

“იურიდიული და კერძო პირების მისამართით გაგზავნილ წერილებზე რეაგირება მხოლოდ 9 წერილზე მოხდა. რეაგირების გარეშე დარჩენილი წერილები ხელმეორედ იქნება გაგზავნილი. იმ შემთხვევაში, თუ ისევ პასუხს ვერ მივიღებთ, მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს ადმინისტრაციული ზომების მისაღებად“- აღნიშნა თორნიკე შონიამ.

ცნობისათვის, კერძო საკუთრებაში არსებული უსახური ნაგებობებისა და გავერანებული ტერიტორიების რიცხვი ასამდე აღწევს. მათი უმეტესობა ქალაქის ცენტრშია განლაგებული და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

Comments
Loading...