ფოთში, პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას მიმდებარე ტერიტორიაზე, სახიფათო ნარჩენებია დაყრილი

საუბარია სამედიცინო ნარჩენებზე, რომელიც ადგილობრივების მტკიცებით დაახლოებით ერთი წლია რაც ღია ცის ქვეშ ყრია. ისინი ეკოლოგიური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამის სამსახურებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

“ეს სამედიცინო ნარჩენები დაახლოებით ერთი წელია რაც აქაა, თუ ვინ გააკეთა ეს არ ვიცი, ინფორმაცია ამაზე არ მაქვს. ძალიან საშიშია, ინფექციის მატარებელია და რომ უნდა დაიმარხოს , ეს ყველამ იცის. აქ საძოვრებია, საქონელმა რომ შეჭამოს ჩვენც საფრთხე გვემუქრება.ეს სასურველი არ არის. ამ საკითხით დაინტერესებული აქ მოსული არავინ მინახავს .შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდეს და სათანადო ზომები მიიღოს,“- განააცხადა ადგილობრივმა მცხოვრებელმა გოგი აბურჯანიამ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გუშინ დააფიქსირა და შესაბამისი ზომები უსწრაფესად იქნება მიღებული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მოხდა აღნიშნული ფაქტის დაფიქსირება, შესაბამისად მივიღეთ შეტყობნინება. ადგილობრივი ზედამხედვერლობის სამსახური ამ ეტაპზე ახორციელებს სწრაფ რეაგირებას, რადგან არსებული ნარჩენები წარმოადგენს სახიფათო ნარჩენების კვალს, რაც გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებაში წარმოქმნილ ნარჩენებს. პრევენციის მიზნით მისაღებია სასწრაფოდ მისი გატანისა და ლიკვიდაციის ზომები. რაც შეეხება მოკვლევას, თუ ბინ ჩაიდინა ეს, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლობის მიერ დაწყებულია ამ კუთხით საქმიანობა და ჩვენც ჩართულები ვართ ამ პროცესში“_ აღნიშნა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ჯგერენაიამ.

Comments
Loading...