- Advertisement -

ფოთში “ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატის პლაკატი დააზიანეს

ფოთში ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს, ოფისის წინ გაკრული პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პლაკატი, დილით შელახული დახვდათ. პლაკატი წითელი საღებავითაა გადახაზული და „კაკებეშნიკია“ მიწერილი. ბანერი დაუდგენელმა პირებმა სავარაუდოდ გვიან ღამით დააზიანეს. პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარიამ აღნიშნულ ფაქტს ვანდალური უწოდა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

„გაკეთდა ვანდალური ფაქტი , გამოვიძახე პოლიცია და სრულ სურათს აღწერენ. ეს არის ბოლო გაფართხალება ამ ხელისუფლების. ცხენს ვერ მოერიეს და უნაგირს დაუწყეს მტვრევაო, აი ზუსტად ის სიტუაციაა. მთელ საქართველოში ერთიდაიგივე ხელწერაა, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მითითებული, ვინაიდან ის გამოდიოდა ტელევიზიით და ყველას ახალისებდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უნდა გააქრონ ორბიტიდან. ვერასდროს ვერ გააქრობენ ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს.

ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო პლაკატზე წითელი საღებავით კეკებეშნიკია მიწერილი. ესეიგი ვინც რუსეთში მიიღო განათლება, ყველა კეკებეშნიკია. გენერალი კვინიკაძე, მაზმიაშვილი, ილია ჭავჭავაძე, ესენი ყველა საქართველოს მტრები იყვნენ?! მოღალატე კანდიდატი ყავთ მაგათ, რომელმაც საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში და რუსეთმა სასამართლოზე მისი ჩვენება თავის სასარგებლოდ გამოიყენა. აი მოღალატე ხელისუფლება ზუსტად მიიღებს იმას რისი ღირსიცაა“_ განაცხადა ჟურნალისტებთან დარეჯან ცხვიტარიამ.

Comments
Loading...