ქალაქ დმანისში საქართველოს სპორტ ცეკვების ასოციაციის GDSA სარეიტინგო შეჯიბრება გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ დმანისში საქართველოს სპორტ ცეკვების ასოციაციის GDSA სარეიტინგო შეჯიბრება – “ქვემო ქართლის თასი 2019” გაიმართა.

ტურნირის ორგანიზატორები მასპინძლები იყვნენ ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სამეჯლისო და სპორტ ცეკვების სტუდიის ხელმძღვანელები (დები) ნანა და ნონა ანსიანები.

ტურნირში მოცეკვავეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (კასპი,მცხეთა,რუსთავი, თბილისი და ა.შ) იღებდნენ მონაწილეობას.

სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გათამაშდა მედლები და თასები, სადაც ადგილობრივმა აღსაზრდელებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს და წარმოადგინეს საჩვენებელი ნომრები.

ტურნირის დასასრულს სტუმრები, მასპინძლებთან და მონაწილეებთან ერთად დმანისის მუზეუმს და ნაქალაქარს ესტუმრნენ, მათ მეგზურობა გაუწია პროფესორმა ჯუმბერ კოპალიანმა.

აღსანიშნავია, რომ ასოციაციის ეგიდით ქალაქ დმანისში ეს იყო პირველი ღონიზძიება, ტურნირის ორგანიზატორები მადლობას უხდიან დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას და ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს.

Comments
Loading...