- Advertisement -

ქარელის მერმა რუისის ცენტრალური გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა სოფელ რუისის ცენტრალური გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება ცენტრალური გზის მესამე-მეოთხე კილომეტრზე.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებს ასრულებს შპს „იბოლია“.

Comments
Loading...