ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სოფელ ქვენატკოცაში მიმდინარეობს სამანქანო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული პროცესი დაათვლიერეს ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. დასრულებულია ხიდის მზიდი კონსტრუქციების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ ეტაპზე სრულდება ხიდის სავალი ნაწილისა და მოაჯირის მოწყობა მეტალის კონსტრუქციით.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,მოშე +“. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

Comments
Loading...