ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ კოდავარდისუბანში მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდავარდისუბანში მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული პროცესი დაათვალიერეს ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

დასრულებულია მიწის გრუნტის დამუშავების სამუშაოები. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს სანიაღვრის მოწყობა რკინაბეტონით.

აღნიშნული სამუშაოები დაფინანსდა ქარელის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით.
სამუშაოებს ასრულებს ი.მ. ,,პაატა ხაჭაპურიძე“.
ამის შესახებ ინდორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

Comments
Loading...