- Advertisement -

ქარელში, ფცა-ღოღეთის გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს სოფლების ფცისა და ღოღეთის დამაკავშირებელი 5 კმ-ანი გზის ასფალტირების სამუშაოები. აღნიშნული პროცესი დაათვალიერა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა. პროექტი მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას და წყალარინების მოწყობას. შესაბამისად მიმდინარეობს გზის გასწვრივ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მშენებლობა.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ქროსფოინტი“.

Comments
Loading...