“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ფაიფურის მოსახლეობასთან საარჩევნო შეხვედრა გამართა

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება.

გიორგი შენგელიამ დღეს შეხვედრები ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში (ფაიფურის დასახლება) ჩიქოვანის ქუჩაზე გამართა, სადაც მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ამავე დასახლებაში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსშიც იმყოფებოდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

„ჩვენი მთავრობა ბევრს აკეთებს დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის კუთხით, წელს, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ბარამიას ქუჩაზე,სადაც 720 დევნილი ოჯახისთვის ბინები შენდება, უახლოეს პერიოდში ასევე დაიწყება, 240 ოჯახისთვის ბინის მშენებლობა.“ – განაცხადა დევნილებთან შეხვედრაზე ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ.

Comments
Loading...