“ქართული ოცნების” ლიდერები დღეს მაღაროელებს შეხვდებიან

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში “ქართული ოცნების” ლიდერები ჭიათურაში მოსახლეობას შეხვდნენ. მათ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება მაღაროელების პრობლემებზე გაამახვილეს და განაცხადეს, რომ დასაქმებულები ღირსეულ პირობებში უნდა მუშაობდნენ და მთავრობა შუამავლის როლს შეასრულებს კომპანიასა და თანამშრომლებს შორის.

ლიდერებმა ჭიათურაში არსებულ პრობლემებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ამომრჩეველს, რომ მხარი “ქართული ოცნების” კანდიდატს გივი მოდებაძეს დაუჭირონ. კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი დღესვე მაღაროელებთან შეხვედრას და მათი პრობლემების პირადად გაცნობას გეგმავენ.

შეგახსენებთ, ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი გაიფიცა. ისინი სამუშაო პირობებისა და კვების გაუმჯობესებას ითხოვენ, აგრეთვე მათი მოთხოვნა ხელფასისი მომატებაა.

Comments
Loading...