“ქართულმა ოცნებამ” წყალტუბოში, გუმბრის თემში დეპუტატობის კანდიდატად ომარ სინაურიძის წარდგენა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრის თემში შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ომარ სინაურიძე წარადგინა.

გუმბრის თემის მოსახლეობას დღეს კანდიდატთან ერთად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, პარლამენტარები ცოტნე ზურაბიანი და დიმიტრი მხეიძე, მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე შეხვდნენ, რომლებმაც თავიანთ გამოსვლებში ისაუბრეს ბოლო წლებში წყალტუბოში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური პროგრამებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე, ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ გუმბრის თემში, რომელიც მოსახლოების რაოდენობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს შერჩეულია ღირსეული კანდიდატი -ომარ სინაურიძე, რომელმაც კარგად იცის თითოეული აქ მცხოვრები ოჯახის პრობლემა, ის ინფრასტრუქტრული პროექტები, რომელთა განხორციელება აუცილებელია, არის მიზანმიმართული, პატიოსანი და რაც მთავარია, ყოველთვის მზადაა დახმარების ხელი გაუწოდოს ადგილობრივებს’’

-,,მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება. თითქმის ყველა სოფელში კეთდება გზები, დაგეგმილია სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგების, სპორტული მოედნების, მოსაცდელების, სკვერების მოწყობის პროექტების განხორციელება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხმა რეალურად დაინახოს შედეგი და დარწმუნებული ვარ ჩვენი კანდიდატი ომარ სინაურიძე, რომელმაც მერის წარმომადგენლად მუშაობისას დაამტკიცა, რომ არის ენერგიული და ძლიერი პიროვნება მოიპოვებს ღირსეულ გამარჯვებას- აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
-,,ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა თითოეული თქვენგანის პრობლემა იყოს გაანალიზებული და მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი, დარწმუნებული ვარ თქვენი არჩევანი იქნება ომარ სინაურიძე, რომელიც გამოირჩევა თავისი პატიოსნებით, წარმომავლობით, ადამიანობით, მეგობრებთან კარგი ურთიერთობებითა და რაც მთავარია, სოფლის სიყვარულითა და სოფელზე ზრუნვით. მას შეუძლია სიტყვა საქმედ აქციოს, რეალურად მოაგვაროს თქვენი პრობლემები და არა ის, რომ თქვენი ხმები გამოიყენოს პირადი თუ პოლიტიკური ინტერესებისთვის, დარწმუნებული ვარ ომარ სინაურიძე დაიცავს თქვენს ინტერესებს საკრებულოში და ყველა იმ დაპირებას შეასრულებს, რომელიც მის საარჩევნო პროგრამაშია’’ – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა

-,, მე დღეს აქ შვილებთან ერთად მოვედი, მოვედი ჩემს თანასოფლელებთან, რომლებსაც კარგად ახსოვთ ასევე, მამაჩემის თანადგომა და კარგი ადამიანობა, მე მათ ვერასოდეს ვერ ვუღალატებ. მე ყოველთვის დავიცავ თითოეული თქვენგანის ინტერესებს და თქვენთან ერთად ვიზრუნებ უკეთეს მომავალზე, ეს იქნება ჩვენი გამარჯვება’’ – ასე მიმართა შეკრებილებს საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ომარ სინაურიძემ.
მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ხელისუფლების წარმომადგნელებს, ,,ქართული ოცნების’’ ლიდერებსა და დამსწრე საზოგადოებას.

Comments
Loading...