ქედაში, სოფელ ვარჯანისში მოქალაქემ სახლში სამი გველი იპოვა

ქედაში სოფელ ვარჯანისში მამუკა მახარაძის სახლში სამი გველი იპოვეს, როგორც სოფლის რწმუნებული „აიპრესთან“ ყვება შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა, დილით როდესაც ოჯახის წევრმა ერთ გველი შენიშნა დახმარება მეზობლებს სთხოვა, აღნიშნული გველის მოკვლის შემდეგ კი კიდევ 2 გველი გამოჩნდა.

ამირან წულუკიძის თქმით სამი საათის განმავლობაში ოჯახმა სახლში სამი გველი იპოვა, ოჯახი რომელიც 5 წევრისაგან შედგება, მათგან ორი არასრულწლოვანია, ადგილობრივები უსაფრთხოების მიზნით ქედის მერიას ტერიტორიის შეწამლვას სთხოვენ.

როგორც ქედის მერიაში „აიპრესს“ განუცხადეს იქედან გამომდინარე, რომ მსგავსი შემთხვევები ქედაში ხშირი არაა მათ მსგავსი პროგრამები არგააჩნიათ.

Comments
Loading...