ქედაში, სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბის წევრებმა მორიგი აქტივობა ჩაატარეს

2018 წლის 13 ნოემბერს, სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბის წევრებმა პროექტით გათვალისიწნებული მორიგი აქტივობა ჩაატარეს.

მოსწავლეებმა განიხილეს ორი ინგლისურენოვანი მხატვრული ლიტერატურა. კლუბის წევრებმა პრეზენტაციის სახით წარადგინეს წიგნში ასახული მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტები, ასევე მოაწყვეს შეჯიბრი გრამატიკული დავალებების შესრულებაში.

სასწავლო წლის ბოლომდე კლუბის წევრებს არაერთი საინტერესო, საგანმანათლებლო აქტივობა აქვს დაგეგმილი, როგორც სკოლაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

სასკოლო კლუბების ინიციატივების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის სასკოლო კლუბმა პროექტის ფარგლებში შეიძინა სხვადასხვა ტიპის ინგლისურენოვანი ლიტერატურა.

Comments
Loading...