ქვარაია: ოპოზიციას რომ გახარიას პრემიერმინისტრობა არ მოეწონებოდა, ეს გასაკვირი არაა და არც არსებითი

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარია ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებსა და ამ ცვლილებების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმაურება.

„ოპოზიციას რომ გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობა არ მოეწონებოდა, ეს გასაკვირი არაა, და არც არსებითი. მთავარია, რომ გახარია საქმიანობის ყველა ეტაპზე იყო ქმედითი და წარმატებული, მას აქვს რეფორმატურული გადაწყვეტილებების მიღებისა და ეფექტური მენეჯმენტის განხორციელების გამორჩეული უნარები. ამიტომაც ის, განახლებულ მთავრობასთან ერთად, შეძლებს იმ გამოწვევებზე სწრაფ და შედეგიან რეაგირებას, რომელიც ქვეყნისა და ხალხის წინაშეა“, – აცხადებს მერაბ ქვარაია.

Comments
Loading...