ქვემო ქართლის გუბერნატორი ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ტური მოეწყო

16 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, დმანისის მუნიციპალიტეტში მოეწყო საინფორმაციო ტური, რომელშიც რეგიონის ხელმძღვანელი პირები, ტურისტული კომპანიები, დამოუკიდებელი გიდები და მედია-ორგანიზაციის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

ტურის ფარგლებში ვიზიტორებმა დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი და ნაქალაქარი დათვალიერეს.

საინფორმაციო ტურის მიზანს წარმოადგენდა, ქვემო ქართლში არსებული, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიზაცია და თემით დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების ინფორმირების ხელშეწყობა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ინტენსიურად მუშაობს ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ჩართულია ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რომლებიც მუნიციპალიტეტებში სამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება.

რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, უკვე ჩატარდა ტურისტული ფორუმი და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, მოეწყო მედიატური. აქტიურად მიმდინარეობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება უმაღლეს სასწავლო უნივერსიტეტებთან. რომლის ფარგლებშიც სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის რეალიზაციას. უნივერსიტეტები კი, ტურიზმის სფეროს განვითარებას ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების ჩართულობით შეუწყობენ ხელს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში სფეროს განვითარების მიმართულებით დაწყებულია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

Comments
Loading...