ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრბულოში ჩაისუბნის მაჟორიტარი ანგარიშით წარსდგა

ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ჩაისუბანში მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრბულოში ჩაისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ აბაშიძე ანგარიშით წარსდგა. საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატმა თავისი საქმიანობის 4 წელი შეაჯამა და მის მიერ წამოყენებულ ინიციატივებსა დაპროექტებზე დეტალურად ისაუბრა.

შეხვედრას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, საკრებულოს თვმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ წულაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ მოსახლეობას ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ მიმართა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა: „ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია, ამიტომ ხშირად ვმართავთ შეხვედრებს და ვაწყობთ მათთან დისკუსიებს, შემდეგ კი წამოყენებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ვმუშაობთ. უკეთსი საცხოვრებელი პირობები, გაუმჯობესებული კომუნალური და სოციალური მდგომარეობა, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელთა გადაჭრასაც თანდათანობით ვგეგმავთ.

ჩაისუბანში წელს კიდევ არაერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. მალე დაიწყება საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღის ეზო და სოფლის ცენტრი, ჭურკვეიძეებისა და ყურშუბაძეების მიმართულებით დაიგება ასფალტის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 ხიდს, აშენდება ახალი მოსაცდელი“ – აღნიშნა მერმა თავის გამოსვლაში.

ბოლო პერიოდში სოფელ ჩაისუბანში ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდა, ბევრი მიმდინარეობის პროცესშია, ბევრის განხორციელებასაც ეტაპობრივად ვგეგმავთ. სოფელს გააჩნია ტურისტული პოტენციალი და ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

სოფელში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება, განხორციელდა სოფლის გაზიფიცირება. აბონენტები ქსელში ეტაპობრივად ჩაერთვება, ყურშუბაძეების მიმართულებით აშენდა ახალი ხიდი, დასრულდა წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტის მე-2 ეტაპი, რაც რეზერვუარებისა და შიდა მაგისტრალების მოწყობას ითვალისწინებდა. ამ ეტაპისთვის პროექტის მე-3 ეტაპი მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც 1000-მდე ოჯახი შეუზღუდავი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

მალე დასრულდება შიდასასოფლო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები, პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება, ასევე მიმდინარეობს სტიქიით დაზარალებული საცხოვრებელი სახლების გამაგრება და ფერდსამაგრი კედლების მოწყობა. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ეტაპობრივად განხორციელდება.
 

Comments
Loading...