- Advertisement -

ქობულეთის სანდასუფთავების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ქობულეთის სანდასუფთავება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.  უწყების ძირითადი და მობილური ჯგუფები თავიანთი საქმიანობის განხორციელებას დილის 5 საათიდან იწყებს. 

ქალაქის დაგვა-დასუფთავებასა და სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად 150-ზე მეტი მუშა-ხელი ზრუნავს.

ყოველდღიურად ლაგდება ქუჩები, სკვერები, პარკები, სანაპირო ზოლი და პლაჟი, ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების დაგვა-დასუფთავება ოთხ დღეში ერთხელ ხდება.
გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების გარდა სანდასუფთავების სამსახური გამოძახებებზე რეაგირებასაც ახორციელებს.

მოქმედებს ცხელი ხაზი: 599 85 65 00. 

ქალაქის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა დღეში 8-ჯერ ხდება. ნარჩენების გასატანად 7 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

სანიტარული ნორმების შესაბამისად ინტენსიურად ხდება ნაგავშემკრები კონტეინერებისა და სპეც ტექნიკის რეცხვა-დეზინფექცია.
წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 200 ერთეული გალვანიზირებული ნაგავშემკრები კონტეინერი განთავსდა.
 

Comments
Loading...