- Advertisement -

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხევის შედეგად დაშავებული 17 წლის მოზარდიც გარდაიცვალა

ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 17 წლის მოზარდი დღეს დილით, ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინფორმაცია „აიპრესს“ სოფლის რწმუნებულმა დურმიშხან შავიშვილმა დაუდასტურა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში, 29 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილი, რომელსაც არასრულწოვანი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად ორი მოსწავლე ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს.

Comments
Loading...