ქობულეთში, მუხაესტატეში ადგილობრივები პოლიციის უფროსის სხვა განყოფილებაში გადაყვანას ითხოვს

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს ცენტრში. ადგილობრივები პოლიციის უფროსის ჯამბულ ანთაძის სხვა განყოფილებაში გადაყვანას ითხოვენ. იგი ერთი თვის წინ მუხაესტატეს მკვიდრის მიერ მოკლული პოლიციელის ბუტა ანთაძის ძმაა.

შეკრებილების განცხადებით შინაგ საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული ეს საკადრო გადაწყვეტილება შესაძლოა დაპირისპირებისა და შურისძიების მიზეზი გახდეს. მოვლენათა განვითარების უარყოფით შედეგებზე აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას აღნიშნულ უწყებას აკისრებენ. აქციაზე ბუტა ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულის ბესიკ ტაკიძის ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებიან.

დაახლოებით ერთი თვის წინ სოფელ მუხაესტატეს ცენტრში ადგილობრივი ბესიკ ტაკიძე პოლიციის სამმართველოს უფროსს ბუტა ანთაძეს სამსახურებრივი ოვალეობის შესრულების დროს სამზარეულოს დანით დაესხა თავს და მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ტაკიძემ სასამაღტლო პროცესზე წარდგენილი ბრალი აღიარა და აღნიშნა, რომ პოლიციალის მოკვლა არ უნდოდა, მხოლოდ შეშინება ჰქონდა განზრახული, რადგან მანამდე პოლიციელი მას ხშირად ავიწროვებდა.

Comments
Loading...