- Advertisement -

ქობულეთში მხიარულთა და საზრიანთა გუნდების შეჯიბრი გაიმართა

სკოლებს შორის მხიარულთა და საზრიანთა გუნდების შეჯიბრში მუნიციპალური პირველობა ჩაქვის N1 საჯარო სკოლის გუნდმა „ხუთნახევარამ“ მოიპოვა. პროექტის გამარჯვებულები 31 მაისს ექსკურსიაზე წავლენ.

შეჯიბრი დღეს კულტურის სახლში პროექტ „მოიწინე სკოლას“ ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიბას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და მერის პირველი მოადგილე სულხან მოწყობილი ესწრებოდნენ.

გუნდებს ოთხ საკონკურსო კატეგორიაში – მისალმება, კითხვა-პასუხი, სარეკლამო რგოლი და საშინაო დავალება, 6 კაციანი ჟიური აფასებდა. შეჯიბრში 5 გუნდი ასპარეზობდა. „ხუთნახევარა“ 135 ქულით პროექტის გამარჯვებული გახდა. 

შეჯიბრის დასრულების შემდეგ მონაწილე გუნდებს სიგელები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებული გუნდი თასით დაჯილდოვდა.

ღონისძიება ქობულეთის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. შემეცნებით-გასართობი პროექტების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

Comments
Loading...