ქობულეთში ხმაურის მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობს

ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აკუსტიკური და პიროტექნიკური ნაკეთობების მიერ გამოცემული ხმაურის ყოველდღიურ კონტროლს ახორციელებენ.
დღეის მდგომარეობით მონიტორინგის ჯგუფის მიერ ხმაურის გადაჭარბებაზე საჯარიმო სანქცია არ გამოყენებულა. მერიაში შემოსული შეტყობინებების შედეგად გადამოწმებული ობიექტებიდან გაფრთხილება მიეცა 6 ობიექტს. 

რეგულაციის თანახმად თამარ მეფის სანაპიროსა და მის მიმდებარე ზონაში, ასევე დაბა ჩაქვში, სადაც განთავსებულია გასართობი ტიპის დაწესებულელებები აკუსტიკური ხმაური დილის 08:00 საათიდან ღამის 01:00 საათის ჩათვლით 50 დეციბალით განისაზღვრა, ხოლო სანაპიროზე განთავსებულ ბუნგალოებში იგივე სიმძლავრე დასაშვებია – 08:00 საათიდან ღამის 3 საათამდე.
მოქალაქეებს საშუალება აქვთ მონიტორინგის ჯგუფს სამართალდარღვევის შესახებ ცხელი ხაზის მეშვეობით შეატყობინონ.
ცხელი ხაზი: 599 91 91 76.

სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მესაკუთრეებს ეძლევათ გაფრთხილება. გაფრთხილების შემდეგ, ხმაურის გადაჭარბება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარით. ქმედების განმეორებით ჩადენისას ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 1000 ლარის ოდენობით.

Comments
Loading...