ქუთაისის ვიცე-მერად დავით ერემეიშვილი დაინიშნა

ქუთაისს ახალი ვიცე-მერი ჰყავს. ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერიის სამსახურების, განყოფილებების, ა(ა) იპების ხელმძღვანელებს და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს ახალი ვიცე-მერი, დავით ერემეიშვილი წარუდგინა.

“ვულოცავ ბატონ დავითს, ის ჩაიბარებს კულტურის, სპორტის, საბინაო სამსახურის მიმართულებებს. ყველა ერთად ვაგრძელებთ მუშაობას ქალაქისთვის,”- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

“მინდა მადლობა ვუთხრა იმ გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და მომცა საშუალება რომ ქალაქში კიდევ ბევრი წარმატებული ნაბიჯები გადავდგათ, “- განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა.

Comments
Loading...