ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს

აღნიშნულის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.

მისი თქმით ქართულ პოლონური ერთობლივი ექსპედიცია მუშაობს ამ მიმართულებით.

“ძეგლად გამოცხადდება უქიმერიონი და მიმდებარე ისტორიული ნაწილი თავისი არქიტექტურითა და ისტორიით. ჩვენ პოლონელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ რომ სწორად მივაწოდოთ პროექტი იუნესკოს”-განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.

ანთიძემ დღეს პროექტის მინი პრეზენტაცია პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის გამართა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში იმყოფება.

Comments
Loading...