- Advertisement -

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სააღდგომო ნობათებს სახლებში მიიღებენ

ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სააღდგომო ნობათებს სახლებში მიიღებენ.

ამისთვის საჭირო არ იქნება წინასწარ დარეგისტრირება და განცხადების დაწერა. სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ყველა ბენეფიციარს სააღდგომო ნობათს სახლში ქუთაისის მერიის თანამშრომლები მიუტანენ.

ამასთანავე, ვთხოვთ მოქალაქეებს, მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში მივიდნენ ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში, რომელიც მუშაობის ნახევრად დისტანციურ რეჟიმზეა გადასული და იქ ყოველდღიურად მხოლოდ მორიგე თანამშრომლები მუშაობენ.
შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე (0431) 24-26-51, 595250309 ან მიხვიდეთ ქუთაისის მერიის მოქალაქეთა მისაღებში, მისამართი: რუსთაველის #3
ასევე ქ.ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში, მისამართი: დუმბაძის ქუჩა # 61

Comments
Loading...