ქუთაისის მერი 7 და 10 წლის წარმატებულ მოჭადრაკეებს შეხვდა

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, მოჭადრაკეებს 7 წლის დავით თათვიძეს, 10 წლის ანასტასია კირთაძეს, მათ მწვრთნელებს, მშობლებს და იმერეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს ზაზა ლომინაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე, წარმატებული სპორტსმენების საერთაშორისო ჩემპიონატებზე დაფინანსების საკითხზე ისაუბრეს.

“ქალაქის მერია მაქსიმუმს აკეთებს, რომ სოციალურმა მდგომარეობამ ბავშვების განათლების პროცესი არ შეაფერხოს. საკრებულოს დადგენილების თანახმად, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიიღეს, სამწუხაროდ, ადგილობრივ თვითმმართველობას შეზღუდული აქვს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილე კონკურსანტების დაფინანსების უფლება.

მაგრამ ვფიქრობთ რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შესაცვლელია. ჩვენ ნიჭიერ ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს”- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. შეხვედრის შემდეგ ქალაქის მერმა და ვიცე-მერმა, მოჭადრაკეებს და მათ მწვრთნელებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

Comments
Loading...