- Advertisement -

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითრების სამსახურს მირზა მამასახლისი უხელმძღვანელებს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითრების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მმართვის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე, კონკურსის წესით, დაინიშნა მირზა მამასახლისი.
მირზა მამასახლისმა დაამთავრა ქუთაისის 1-ელი საჯარო სკოლა.

სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (პროფესია იურისტი, ბაკალავრიატი) , თბილისის ღია სასწავლო უნივერისტეტში (პროფესია ბიზნეს-სამართალი, მაგისტრატურა), საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ( პროფესია საჯარო მმართველობა, დოქტორანტურა).

2010-2013 წლებში მუშაობდა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტად. 2014-2017 წლებში- იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში , სპეციალისტად. 2017-2019 წლებში იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი.

Comments
Loading...