ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში კონსტანტინე მემანიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, არქიტექტორის და მხატვრის, კონსტანტინე მემანიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

გამოფენას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ესწრებოდნენ. მხატვარმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა მისი შემოქმედების დაფასებისთვის. გამოფენა დღეს გაიხსნა და 17 მაისამდე გაგრძელდება.

Comments
Loading...