- Advertisement -

ქუთაისის სხვადასხვა უბანში ერთდროულად რამდენიმე ახალი სკვერი მოეწყობა

ამ დროისთვის ორი მასშტაბური სკვერის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობს ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე.

სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.

“ადგილზე კეთდება მცირე ზომის სპორტული მოედანი ფრენბურთის ბადით და კალათბურთის ფარებით, აქ იქნება საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. გაშენდება მწვანე ნარგავები, დაიდგმება ძელსკამები და ურნები. ერთიან კომპლექსში მოექცევა ადგილზე აქამდე არსებული ღია სავარჯიშო მოედანი. ამ უბნის მცხოვრებლებს საახალწლოდ უკვე ახალი სკვერი ექნებათ“,-განაცხდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

სკვერის მოწყობის სამუშაოებს შპს „ნიუ სთაილი“ აწარმოებს და მისი ღირებულება 138787 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...