- Advertisement -

ქუთაისის ყოფილი მერი: იმ ადამიანებმა, რომლებმაც ძალადობის საფრთხე დავინახეთ, სამოქალაქო აქტივობა დავიწყეთ

“ჩვენ ვერთიანდებით ძალადობის წინააღმდეგ,”-აღნიშნული განცხადება ქუთაისის ყოფილმა მერმა შოთა მურღულიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მურღულიას თქმით, ქუთაისში დაბრუნდა იმისთვის, რომ არ დაუშვას ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნება.

ამისათვის ყოფილმა მერმა სამოქალაქო საზოგადოება ჩამოაყალიბა. როგორც მურღულია ამბობს, არჩევნების მეორე ტურამდე მოქალაქეებთან შეხვედრას და იმის ახსნას გეგმავს, სიბრაზის გამო არ მიიღონ გადაწყვეტილება.

“დაბრუნება და მეორედ ჩამოსვლა არასწორი ტერმინებია. მე აქ დავიბადე და გავიზარდე. მე დავინახე საფრთხე, რომ დაბრუნდეს რეჟიმი, რომელიც ძალადობდა. იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს საფრთხე დავინახეთ, სამოქალაქო აქტივობა ჩამოვაყალიბეთ. მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ არასდროს, ვიყავი “ქართული ოცნების” მხარდამჭერი. ჩვენ ვერთიანდებით ძალადობის წინააღმდეგ.

მეორე ტურამდე ვაპირებთ მოქალაქეებთან შეხვედრას, ეს მოხდება ჩვენი სახსრებით. ჩვენ არ გვჭირდება პარტიული დაფინანსება. მე მივყვები ჩემს კარიერას. არ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას. მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნების საფრთხე დავინახე,”- აცხადებს მურღულია.

Comments
Loading...