- Advertisement -

ქუთაისის #3 სკოლის რამდენიმე მოსწავლეს უცნობი პირისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიუვიდა

მუქარის შემცველი წერილები უცნობი პირისგან ქუთაისის N3 საჯარო სკოლის რამდენიმე მოსწავლეს ერთდროულად გაეგზავნა. მოკლე ტექტსტურ შეტყობინებაში დეტალურად იყო მითითებული ინფორმაცია მოსწავლეების ვინაობისა და გადაადგილების შესახებ. უცნობი პირი არასრულწლოვნებს ასევე წერდა რომ დალოდებოდა და ღამის 3 სთ-ზე პირადად მიაკითხავდა.

N3 საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ თაბუკიანი Ipress-თან ამბობს, რომ ის და ყველა საჭირო პირი გამოძიებასთან თანამშრომლობს და საჭირო ინფორმაცია საგამოძიებო უწყებებს უკვე მიაწოდეს. სხვა დეტალებს კი არ ასაჯაროვებს.

შსს-ში კი განაცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს რაც მუქარას გულისხმობს.

Comments
Loading...