- Advertisement -

ქუთაისში ავარიის შედეგად 5 ავტომობილი დაზიანდა

ავტომშენებლის ქუჩაზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რამაც დამატებით სამი ავტომობილის დაზიანება გამოიწვია.

თვითმხილველების თქმით, გზაჯვარედინიდან გამომავალი ისანის მარკის ავტომობილი ცენტრალურ გზაზე მოძრავ მერსედესს დაეჯახა, რის შედეგადაც მერსედესი დატრიალდა და სამი ავტომობილი დააზიანა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი.

Comments
Loading...