ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად სილამაზის სალონი დაიწვა

ცეცხლი ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც სალონი იყო განთავსებული. ხანძრის შედეგად სალონი სრულიად განადგურდა.

თვითმხილველების განცხადებით, მეხანძრეებმა გამოძახებაზე მისვლა დააგვიანეს და იმის საფრთხე არსებობდა, რომ ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მაღალ სართულებზე გავრცელებულიყო.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

Comments
Loading...