ქუთაისში, არასამთავრობოებმა ბროშურები წარწერით “გახარია წადი” დაარიგეს

ქუთაისში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა- “გახარია წადი” წარწერით ბროშურები დაარიგეს

მათი განცხადებით მსგავსი შინაარსის ბროშურები საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დარიგდება.

“20 ივნისის მოვლენების გამო სამმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა. 240 პირმა მიიღო სხვდასხვა დაზიანებები, დაშავდა 40-მდე მედიის სფეროს წარმომადგენელი, ამ დრომდე კი პასუხი ამის გამო არავის არ უგია. ვითხოვთ გახარიას გადადგომას,”- აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი ლელა მოწონელიძე.

Comments
Loading...