ქუთაისში ბერი თევდორეს ქუჩაზე წყლის მილების სამონტაჟო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დღეს დილიდან წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისში, ბერი თევდორეს ქუჩაზე. ძირითად სამუშაოებს დღესვე დაასრულებს წყალმომარაგების კომპანიის ქვეკონტრაქტორი ფირმა “ეს ემ კა”. დაახლოებით ერთ თვეში სრულად მოწესრიგდება გზის საფარი.

ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი.

ბექა ყურაშვილის განცხადებით, გზის საფარის სრული მოწესრიგება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დასრულდება.

” ბერი თევდორეს ქუჩაზე წყლის კომპანია “ეს ემ კა”-მ აქტიური სამუშაოები დაიწყო, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება. “ეს ემ კა” ხვალვე ჩაატარებს საკონტროლო შემოწმებას. რაც შეეხება გზის საფარის მოწესრიგებას, ტენდერში გამარჯვებულია შპს ,,იმედი” რომელსაც ხელშეკრულებით მითითებული აქვს კონკრეტული ვადები და თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს, გზის საფარის სრული მოწესრიგება ერთი თვის განმავლობაში დასრულდება”- განაცხადა ბექა ყურაშვილმა.

გუშინ, ქუთაისის მერი ბერი თევდორეს ქუჩაზე მაცხოვრებლებს შეხვდა, მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და სამუშაოები პირად კონტროლზე აიყვანა.

Comments
Loading...