- Advertisement -

ქუთაისში გუგუნავას ქუჩის რეაბილიტაცია ივნისში დაიწო და სექტემბერში დასრულდება

ქალაქ ქუთაისში ს. გუგუნავას 2 კმ-იანი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ბორდიურების, ტროტუარებისა და გზის საფუძვლის მომზადების სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შეფერხება მხოლოდ უამინდობის პირობებში ხდება.

პროექტის შესაბამისად, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

ს. გუგუნქვას ქუჩა ქუთისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა და რეაბილიტაციის შემდეგ, გზით მოსარგებლეებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზით შეეძლებათ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 138 874 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწო და სექტემბერში დასრულდება.

Comments
Loading...