- Advertisement -

ქუთაისში, ე.წ “კეჩის ბაზრობაზე” შუშის ჩამოვარდნის შედეგად სამი მოქალაქე დაშავდა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრობაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად სამი მოოქალაქე დაშავდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მინა ჭერიდან ჩამოვარდა და ბაზრობაზე მყოფი მოქალაქეები მინის ნამსხვრევებით დაზიანდნენ.

ადგილზე მალევე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. დაშავებულებმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადეს და დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

Comments
Loading...