ქუთაისში იაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 6 თებერვალი, 2019 3 ქუთაისში იაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს „ორიენტირი“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე სისტემის აღდგენა-მოწესრიგება ხორციელდება. ამასთან მთლიანად იცვლება გარე განათების სისტემა და მათ ნაცვლად ახალი დეკორატიული სანათები განთავსდება, ტროტუარები კი გრანიტის ფილებით მოპირკეთდება. პროექტის ღირებულება 972 807 ლარს შეადგენს. რეაბილიტაციაქუთაისიქუჩა