- Advertisement -

ქუთაისში, ლორთქიფანიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ქუთაისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე გზის საფარის და ფეხით სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ქუჩაზე უკვე დასრულდა ბუნებრივი აირის მილის მონტაჟი, მიწის ქვეშ განთავსდა სადენები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა. გზის საფარის და საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაციისთვის 245 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება, შპს “მშენებელი” ახორციელებს.

Comments
Loading...