ქუთაისში , “მედიქალ სითიში” რესპირატორული ვირუსული ინფექციის დიაგნოზით 83 ადამიანი მკურნალობს

საავადმყოოს ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ნუგზარ მაღლაკელიძის განცხადებით, დადასტურებული H1N1 შემთხვევა არ ფიქსირდება და ძირითადი დიაგნოზი A ტიპის ვირუსია.

ექიმის თქმითვე, მომართვიანობა ბოლო დღეებში არ გაზრდილა, თუმცა არასეზონურ პერიოდთან შედარებით მომართვიანობის მაჩვენებელმა ორჯერ მოიმატა.

Comments
Loading...