- Advertisement -

ქუთაისში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გამოვიდნენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმის უკანანონოდ დაპატიმრება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

“დღეს არის ადამიანის უფლებების დაცვის დღე და აქ შევიკრიბეთ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად. ეს არის ნათელი მაგალითი ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის. გვინდა შესაბამის პირებს მივაწვდინოთ ხმა.

აუცილებელია მეტი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან”_ აღნიშნა აქციის ერთ_ერთმა ორგანიზატორმა თეონა გოგიშვილმა.

Comments
Loading...