- Advertisement -

ქუთაისში მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. როგორც ჰოსპიტლის დირექტორი ირაკლი გოგინავა აცხადებს, დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

“მამაკაცი შემოიყვანეს პოლიტრავმით, დაზიანებული ქონდა ელენთა, ღვიძლი, ძვლების მასიური ტრავმა ქონდა. ბარძაყი, წვივი, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე წინა მხარი ქონდა მოტეხილი, ჩაუტარდა გადაუდებლად ინტრავენული სისხლდენის შეჩერება, ძვლების და მენჯის ფიქსაცია, წინა მხრის და ბარძაყის ფიქსაცია, მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი, იმყოფება მართვით.”-განაცხადა ირაკლი გოგინავამ.

მშენებარე კორპუსის მე-4 სართულიდან მუშა გუშინ გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

Comments
Loading...