- Advertisement -

ქუთაისში მშენებოლიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა უკვე მე-9 დღეა კრიტიკულად მძიმეა

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა უკვე მე-9 დღეა კრიტიკულად მძიმეა.

პაციენტი მკურნალობას იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში გადის. „პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა. ის კვლავ მართვის სუნთქვაზე იმყოფება“-განაცხადა Ipress-თან საავადმყოფოს მენეჯერმა ირაკლი გოგინავამ.

შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე არსებულ მშენებარე ობიექტზე 27 ოქტომბერს მოხდა. აზერბაიჯანის მოქალაქე 28 წლის მუშა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.
გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარეობს რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...