ქუთაისში პარლამენტის დატოვების მოთხოვნით აქცია- პერფომანსი გაიმართა

სამოქალაქო მოძრაობამ „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში აქცია- პერფომანსი გამართა. ქართული პარლამენტარიზმის ასი წლისთავზე ქუთაისელმა მხატვრებმა თავიანთი ნამუშევრებით პარლამენტის თბილისში გადატანა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პარლამენტის ქუთაისში დაბრუნების მოთხოვნა პროტესტია იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლება რეგიონების მიმართ ახორციელებს.

აქციას სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები შემოუერთდნენ.

Comments
Loading...